ახალგაზრდებო, თავებს ნუ დაიღუპავთ, ამორალურია, ნაციონალებთან გამარჯობის თქმაც სირცხვილია – მანჩო გიორგობიანი

2413
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

მანჩო გიორგობიანი – სამოქალაქო აქტივისტი


ახალგაზრდებო, “ვინც გარეწარს ხელს ართმევს, თავადაც გარეწარია. გარეწრობა გადამდებია, შეხებითაც გადადის.” – ოთარ ჭილაძემ თქვა , ხოლო მე და უამრავი ჩემი თანამოაზრე, თანამებრძოლი 100% ვეთანხმებით.

თქვენთვის ვამბობ, თავებს ნუ დაიღუპავთ, “რაღა დროს ნაცებზე ლაპარაკია და რა მოხდა მერე, იქ სხვებიც დგანან” – არც ისე პატარები ხართ, ასე რომ გაგოიმებენ… ნუ გაისვრებით მაგ ნაძირალებთან ერთად, მერე, ვეღარ გაგრეცხავთ რიონი და ალაზანი, არადა მთელი ცხოვრება წინ გაქვთ.

სადღაც 15 წლის წინ, იდეოლოგიურად სადისტი მკვლელების პარტიამ, მათ ტირან ლიდერთან ერთად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოგვიცხადა ნულოვანი ტოლერანტობა , დარბაზმა აიტაცა ერთსულოვანი ტაშით და თავისუფლებისმოყვარე საზოგადოების დასაშინებლად , საქართველოში დაიწყო ოფიციალური ტერორი ! .. ეგონათ დაგვაჩოქებდნენ.

სისხლიან ნაც-რეჟიმს შეეწირა ასობით ახალგაზრდის სიცოცხლე, რომლებსაც გამოძიების და სასამართლოს გარეშე ქუჩებში ხოცავდნენ… კლავდნენ ყველას, განსაკუთრებით ვაჟკაცებს .. კლავდნენ პოლიტიკოსებს, კლავდნენ საზოგადო მოღვაწეებს, კლავდნენ გმირ სამხედროებს, კლავდნენ ბიზნესმენებს, კლავდნენ ვიღაცის დასაშინებლად, იმისთვის , ამისთვის, მიზეზი არ ელეოდათ,  სისხლი სწყუროდათ, სისხლს ითხოვდნენ, სისხლს ღვრიდნენ და ამ სისხლზე სრულიად ნაც-ისტებლიშმენტი აწყობდა ორგიებს, მანიაკ ნაც-ელექტორატს კი სისხლი უხაროდა, სისხლს ამართლებდნენ , სისხლზე ღრეობდნენ !

15 წლის წინ, დღეს, მოგვიკლეს ხელებაწეული დედისერთა 19 წლის ანგელოზი ბუტა რობაქიძე…. სისხლისგან იცლებოდა და ექიმის მოყვანის მაგივრად, ავტომატი მოუტანეს და დაუდეს, მომაკვდავთან იდგნენ და იცინოდნენ… და რამდენი ასეთი გავიხსენო… რამდენ მშობელს გაუმწარეს სიცოცხლე, რამდენ ოჯახს ჩააცვეს შავები?!.. აქ ლაპარაკი აღარ არის პოლიტიკაზე, ამორალურია მათთან ერთად დგომა კი არა, ახლოს მოშვებაც კი, გამარჯობის თქმაც სირცხვილია!

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE