დღეს მომწერეს, რომ კახა კალაძე საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს – 2 წლის ანიტას დედა

338
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა, მას ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, რომელიც 300 ათასი ევრო ღირს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გოგონას თბილისის მერია დაეხმარება,ასევე, ცნობილია ისიც, რომ პირადად კახა კალაძე მას 30 ათასი ლარს პირადი ანგარიშიდან გადაურიცხავს.  რა თანხით დაეხმარება მერია, ამ ეტაპზე ცნობია,  გთავაზობთ ანიტას დედის პოსტს.

“ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება. ყოველდღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო, დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის.

მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი. ალბათ გული მიგრძნობდა, მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ. ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია.”– წერს ანიტას დედა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE