სამშობლოს სიყვარული მოკვდა საქართველოში და გული მისკდება თქვენს რეგვენობაზე – იუნა შაფათავა

199
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

იუნა შაფათავა – მსახიობი


“მე მაინტერესებს, რომელი შეჭამთ საქართველოს მიწას, გულში მჯიღის ცემის გარეშე ცალკეულ პიროვნებებზე, ვინ დადგებით მარტო, როცა არავინ გიყურებთ, და გადააბავთ საკუთარი სხეულით ელექტროდენის მავთულს, თუ შუქი დასჭირდა სამშობლოს, ვინ გადახტებით, სახელის თქმის გარეშე, სხვის გადასარჩენად, დაღუპვაზე გახელილი თვალით?

ვინ ილოცებთ სხვაზე, ისე, რომ არ იცოდეს და თქვენი ლოცვით არსებობდეს.
ვინ მისცემთ ერთადერთ ბოთლ წყალს სამშობლოს უდაბნოში, პარაშუტს დაუთმობთ ბავშვს ცეცხლწაკიდებულ თვითმფრინავში… ვინ დარჩებით მშიერი, პრინციპის გამო
არ გაბოზდებით, პრინციპის გამო, არ გაყიდით სხვას, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, არ წახვალთ მთავრობაში, რომ დაგიჩოქონ…

ვინ იქნებით მონა სამშობლო ღმერთის მშიერი და დაუსაქმებელი, ვინ ეტყვით შვილს- მოითმინე ცოტა, სამშობლოს სიყვარული შიმშილზე მეტია! დარჩით ვინმე, ნამდვილი? იყავით საერთოდ, ასეთები? სამშობლოს სიყვარული მოკვდა საქართველოში და გული მისკდება თქვენს რეგვენობაზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE