ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა – ლევან ნიკოლეიშვილი

337
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

რევოლუციური სცენარის და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა” – ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსი და გენერალური შტაბის უფროსი (2005-06 წლებში) ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“იმას რასაც სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ისტერიულად ამბობდა,  ჯერ გუბაზ სანიკიძემ პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების მიმართ ორლულიანი თოფებით მუქარით გამოხატა,  ნიკა გვარამიამ პირდაპირი მოწოდება გააკეთა ხელისუფლების დამხობისაკენ არადა რომ გეკითხათ სარჩევნო სისტემის ცვლილებისათვის იბრძვიან, არადა ვითომ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ. სინამდვილეში კი დესტრუქციული სცენარი- რევოლუციური და ძალადობრვი გზით ხელისუფლებაში მოსვლაა!

საზოგადოებისა და ხალხის დაპირისპირება, მაქსიმალურ გახლეჩვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეშლაა. მანამდე გაგხსენებთ, როგორ იქნა შემოგდებული ნატოში გაწევრიანების იდეა, პოპულისტური სცენარით-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ისევ ნატოს ოფიციალურმა პოზიციამ გადაუსვა ხაზი ამ პროვოკაციას, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას დასავლური და ევროატლანტიკური ფასეულობების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. შემდეგ დეოკუპაციის იდეიის კვლავ პროვოკაციულად გამოყენება, სწორედ იმ ხალხის მიერ, რომლებიც რეალურად რუსეთთან ერთად ოკუპაციის თანავტორები არიან ან ერთი დღეც არ უმსახურიათ ქართულ ჯარში (ვინ იცის რა მიზეზით დაუხსნიათ თავი-მოგონილი თუ ნამდვილი ავადმოფობით თუ ფსიქიური მდგომარეობით!). ახლა კი ხელისუფლების დამხობის ღია მუქარა, არეულობის მოწყობა, ხალხის დაპირისპირება, ქვეყნის ეკონომიკის განადგურება! თუ რამის თავი გაქვთ არჩევნებით დაამტკიცეთ, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მოახდინეს თვითლუსტრაცია საზოგადოების თვალში. არჩევნების რეალურად ეშინიათ! ქვეყანა, სამშობლო არ გიყვართ?” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE