ნორმალურები არ არიან ესენი!  ეს პრეპარატი ცხოველებისათვის გამოიყენება! – მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში დასხმულ ნივთიერებაზე

5703
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმ ნივთიერების შემადგენლობას განმარტავს, რომელიც დღეს პარლამენტის შენობაში დაასხეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

“АСД-2Ф გამოვიყენეთო?! ნორმალურები არ არიან ესენი!  ეს პრეპარატი ვეტერინარიაში, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის გამოიყენება! ადამიანებში ეს პრეპარატი ოფიციალურად არ გამოიყენება!
ატყდა ერთი ამბავი, ადამიანს არ ვნებსო! -ამ პრეპარატის ადამიანებზე დახურულ სივრცეში მოქმედებაზე ექსპერიმენტის ჩატარება თავში აზრად არავის მოსვლია! ამათმა კი ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანებზე და შედეგიც სახეზეა-ჯანმრთელობის დაზიანება!

პარლამენტში მყოფო დეპუტატებო და თანამშრომლებო, სრულიად სერიოზულად გეუბნებით; დალიეთ კეფირი-ეს АСД-2Ф-ის ანოტაციის მიხედვით ზედოზირების დროს გამოიყენება, რძის პროდუქტები ანეიტრალებს მის მოქმედებას.

ანოტაციის მიხედვით АСД-2Ф შეიცავს კარბონულ მჟავებს (მაგ. ჭიანჭველამჟავას, ძმარმჟავას და სხვ), ამ მჟავების ამიდებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის აზოტი; ეთერებს, ქოლინს, ამინებს, სულფოჰიდრილურ ჯგუფებს, აზოტის არაორგანულ შენაერთებს ( ამონიუმის კარბონატს, ამონიუმის აცეტატს).

ქუჩაში დგომის მაგივრად, ინსტიტუტში ქიმია რომ გესწავლათ, შემადგენლობა რომ გენახათ და შეფასების ცოდნა გქონოდათ, მიხვდებოდით, რომ თქვენი იდიოტური “პერფორმანსი” სინამდვილეში ბაყაყის გამონაწვლილის ე.წ. “მეორე, ზეთოვანი ფრაქციის” ადამიანებზე ზემოქმედების უნებართვოდ ჩატარებული პირველი მასობრივი ექსპერიმენტია!

კი არ უნდა ჩახუტებოდით, ეს მავნებლები დროზე უნდა დაგესაჯათ! ცოტა ხანში “იპრიტი” და “ზარინი” თუ გაუშვეს პარლამენტში, არც ეს გამიკვირდება (მერე რა, რომ იპრიტი და ზარინი კლავს და ომის დროსაც კი საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია!)”- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE