მართლა სირცხვილია, რომ ეს გაუნათლებლები არ ისჯებიან თავისი “კრიშიანად” – იუნა შაფათავა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

157
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

მსახიობი იუნა შაფათავა, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც მავნებელთა ჯგუფმა ვეტერინარული სითხე დაასხა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

“მართლა სირცხვილია, რომ ეს გაუნათლებლები არ ისჯებიან თავისი “კრიშიანად”.
რაც მოხდა პარლამენტში, არის ქიმიური ნოვთიერების მეშვეობით განხორციელებული ტერორისტული აქტი, შესაბამისი რეაგირება სჭირდება ამ ფაქტს და კვალიფიკაცია.

იგივე ან რაიმე სხვა ქიმიური ნივთიერება რომ გამოეყენებინა შსს-ს თქვენ დასაშლელად, ახლა პირს ცხვირს აიკრავდით კივილით, თვალის გარდა. ვერ ხვდებით რომ მეტისმეტია უკვე? რა არის  აქ სასაცილო ან საამაყო?ჩვეულებრივი ბანდიტები ხართ და თქვენი “კრიშა” მკვლელების მეთოდებს იყენებთ. 9 აპრილს რუსებმა რომ მოწამლეს ხალხი, იმაზე უარესს აკეთებთ თან აღიარებით. მთავრობა, გაჟრიალებთ? მოსცხეთ ერთი როგორც ეკუთვნით. სირცხვილია ამათი ბჟუტური!! – წერს იუნა შაფათავა.

ამ საკითხზე        

თქვენი კომენტარი?
IMG.GE