ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

115
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. imedinews.ge-ს ცნობით, გაფრინდაშვილის „სასამართლო პროცესი“ ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

ექიმის საქმის მოსამართლე ფატიმა პარასტაევა იყო, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE