შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, 15 წლის ბიჭზე, პოლიციის განყოფილებაში ზეწოლა არ განხორციელებულა

92
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილის განცხადებით, 15 წლის მოზარდის მიმართ პოლიციის განყოფილებაში არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქმე ეხება 15 წლის ბიჭს, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა, რადგან პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

„ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაშიაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული.

ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად
ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს,“ -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE