გიგას მკაფიო ხედვა აქვს, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, იქით რომ წაიყვანოს, საითაც უნდა – თამარა ჩერგოლეიშვილი

824
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

თამარა ჩერგოლეიშვილი მისი მეუღლის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს”

“ბოკერიას მტრები ერთ რაღაცას ვერ ხვდებიან.

როგორც ნანა დაიბადა მოჭადრაკედ და მწვრთნელმა მიქელანჯელოსავით აიღო და ზედმეტი მოაშორა.

ზუსტად ასე დაიბადა გიგა პოლიტიკოსად – გარემოებებმა, მიქელანჯელოსავით, აიღო და ზედმეტი მოაშორა. მას თავისი მკაფიო ხედვა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა და სად უნდა იყოს ეს ქვეყანა.

გავლენაც ამისთვის უნდა – არა იმიტომ რომ თანამდებობაზე იყოს, არა იმიტომ რომ პერსონალურად უკეთესად იყოს. არამედ იმიტომ, რომ ის ცვლილებები გამოიწვიოს, რაც მას უნდა. იქით რომ წაიყვანოს, საითაც უნდა.

პოლიტიკური პროცესია მისი ცხოვრება და მთავარი კაიფი (ფეხბურთთან ერთად). რა წონის და რა ძალის ძალაც არ უნდა დაეჯახოს, რელსიდან ვერ გადააგდებს.

შეიძლება ფიზიკურად გაანადგურო, მაგრამ შეუძლებელია – ფიზიკურად წარმოუდგენელია მისი იმ რელსიდან გადაწევა, რაც თვითონ აირჩია. გინდა ციხეში ჩასვი, გინდა სვეტზე დააყუდე – მაინც პოლიტიკურ პროცესზე და ამ პროცესის შედეგზე იფიქრებს და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.”– წერს თამარა ჩერგოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE