მთელი ხელისუფლება რომ მაძუნგალა ბანძებითაა სავსე, ამაში არის რაღაც მაცდური ხიბლი – დავით ზურაბიშვილი

129
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა დავფიქრდი და მთელი ხელისუფლება რომ მაძუნგალა ბანძებითაა სავსე, ამაში არის რაღაც მაცდური ხიბლი. საქმე ის გახლავთ, რომ ამათ ფონზე ნებისმიერ სხვა მაძუნგალა ბანძსაც უჩნდება განცდა, რომ საკმარისია რითიმე თავი მოაწონოს ძალაუფლების ერთადერთ და უალტერნატივო წყაროს, ბიძინა ივანიშვილს და შეიძლება ნებისმიერ თანამდებობას გამოჰკრას ხელი. რაც მთავარია, არც ცდება, რადგან თანამდებობის დაკავებისთვის მეტი არც არაფერი გინდა. ცოდნა, კომპეტენცია და კვალიფიკაცია, როგორც ძველად იტყოდნენ, გრამაფონშია.

შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით საშუალოზე დაბალი ინტელექტით და კიდევ უფრო დაბალი ღირებულებითი პრინციპებით, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ხედავს საკუთარ პერსპექტივას. თანაც, ისეთ ადგილებსა და თანამდებობებზე, ნებისმიერი სხვა ხელისუფლების შემთხვევაში რომ ვერც იოცნებებდა. ალბათ გასაოცარი დემოკრატიაც ამას ჰქვია.”– წერს ზურაბიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE