უკნიდან მომახტა ვიღაც ხრონწი კოორდინატორი, ჩართული ტელეფონი გამომტაცა და ბუხარში შეაგდო – დიდი წიოკი და გაწევ-გამოწევა სალობიეში

825
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მეგი გოცირიძე წერს, რომ მცხეთაში  მდებარე სალობიეში, მასსა და ქართული ოცნების მაჟორიტარ რიმა ბერაძეს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ბერაძის თანმხლებ პირებთან

“ჩემი მეგობარია ჩამოსული ჰოლანდიიდან (26 წელია იქ ცხოვრობს ) და მცხეთაში წავედით სალობიეში კიდევ ერთ ჩვენს მეგობართან ერთად, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს (20 წელზე მეტია ) და აი ის რიმა ბერაძე ხომ გახსოვთ, 1ლ. და 18 თეთრი საკმარისია ერთ სულ სოცდაუცველზეო რომ გვაუწყა -შემობრძანდა 30 -მდე ქოცკოორდინატორთან ერთად და გვერდით დარბაზში გასკდომამდე მიირთვეს რისი მირთმევაც შეიძლებოდა მწვადიან-ხინკლებიანად, დაველოდე რა საკვირველია და იქ არ შევედი, სადაც მათ გარდა სხვა ადამიანებიც იყვნენ და მიირთმევდნენ, როგორც კი გამოლაგდნენ, მივედი და კითხვა დავუსვი: 1ლარი და 18 თეთრი ერთი ხინკალი ღირს და თქვენ რამდენი ლარი დაგიჯდათ თქვენი კოორდინატორების გამოკვებამეთქი და არც აცია, არც აცხელა, თქვენ ადამიანებად არ გთვლით და პასუხს მახინჯებს არ ვცემო, დაგვესივნენ ეს 30 მდედრიონელი სამს, რა საკვირველია ატეხეს დებოში, სად არის მენეჯერიო კიოდნენ, მე ვიღებდი მშვიდად ყველაფერს და რაღა თქმა უნდა რიმას ვათრევდით შეძლებისდაგვარად, ჩვენ ვერაფერს გვეუბნებოდნენ და მენეჯერს მიახტნენ , ნაციონალებს როგორ უშვებთ აქ, ნახეთ ამაზე რა პასუხიც მოგეთხოვებათო და გაოცებული მენეჯერი რაღაცას უხსნიდა, რა დროსაც შევბრუნდით გამარჯვებული ნაციონალები დარბაზში და ჩვენს სუფრას მივუჯექით, შემოვარდნენ ეს ეგზალტირებული მდედრიონელები და დაიწყეს მეტალის ” სასალფეტკეების ” სროლა ჩვენი მიმართულებით, უკნიდან მომახტა ვიღაც ხრონწი კოორდინატორი, ჩართული ტელეფონი გამომტაცა და ბუხარში შეაგდო, სამწუხაროდ გატყდა და წაიშალა ვიდეო, ხალხს ბოდიში მოვუხადე და მათი თანდასწრებით ავუხსენი ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქედან გაყარეს, ანუ გავყარეთ და ასე გავყრით მთავრობიდანაც ღორების ოცნების მანქურთებს. მიმოიხედეთ თქვენს სამეზობლოში და დააკვირდით ქოც კოორდინატორ ქალებს, რომლებიც ყველაზე საშიში ტერორისტები არიან მთელს სამყაროში – წერს მეგი გოცირიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE