ვერანაირად ვერ “მონათლავენ” სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას აღიარებით ჩვენებად – მხილებად 20 ივნისის მოვლენებისა

1657
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერანაირად ვერ მონათლავენ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას აღიარებით ჩვენებად – მხილებად 20 ივნისის მოვლენებისა “- ასე პასუხობს თამარ ჩარკვიანი იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ 12 იანვარს “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას,  მიხეილ სააკაშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე აღიარებითი ჩვენება მისცა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების დამხობის შანსი ხელიდან გაუშვა.

“ვერანაირად ვერ “ მონათლავენ” სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას ე.წ, (როგორც ვოლსკიმ თქვა )“ აღიარებით ჩვენებად” – მხილებად 20 ივნისის მოვლენებისა, რადგან ყველამ უნდა იცოდეს ხელისუფლებაში და კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ მსგავსი ქმედება – ოკუპანტი ქვეყნის, მოქმედი კომუნისტური პარტიის წევრის – გავრილოვის, საკანონმდებლო ორგანოში შემოყვანის სახით ან კიდევ მაგვარი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან, აღქმულია, ხალხის მიერ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობაზე დარტყმა და ღირსების შელახვა და არაფერ შუაში აქ, არცერთი პიროვნება არ არის, არც სააკაშვილი კარნახობს ხალხს, როგორ დაიცვან დამოუკიდებელი სახელმწიფო, (დიდი ხანია ეს ხალხმა იცის) კოლაბორაციონალისტი ხელისუფლებისგან, რომელმაც გაბედა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ოკუპანტის საკანონმდებლო ორგანოში შემოყვანით.

მომავალშიც იცოდეთ ხელისუფლებაში და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, კვლავ ჯანყი მოჰყვება, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა! ბავშვობაში მასწავლეს ჯერ კიდევ 1972 წელს, რომ: “ ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”- და ეს,მიშამ არ მიკარნახა,მამაჩემმა მასწავლა!

ხელისუფლებავ, თქვენ გირჩევთ სააკაშვილის კი არა, არამედ მოქმედი პ—— რეზიდენტი ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მიხედოთ, საქართველოს გასანადგურებლად რომ დასვით

რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს, ამის კარნახი არ შეიძლება, სახელმწიფოებრიობას დაცვა რომ უნდა, ამას ვერავინ გიკარნახებს! ეს თქვენ ხართ ხელისუფლებაში მიჩვეულნი  მილიარდელ სუფლიორს, რომელიც ყველაფერს გკარნახობთ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პატივისცემის გარდა.“- წერს თაკო ჩარკვიანი.

პოსტის დედანი

თქვენი კომენტარი?
IMG.GE