დოდო შონავა საზ.მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

318
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ჟურნალისტი დოდო შონავა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ მან ფეისბუქში ჯერ კიდევ 2019 წლის 31 დეკემბერს დაწერა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ გამხდარა.

“მე დღეს უკვე მომილოცეს ახალი წელი იქ, სადაც გავატარე მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება, სადაც მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად შევქმენი “პიკის საათი”, “ალიონი”,”ნაციონალური მოამბე” ჯერ პირველ არხზე და შემდეგ კი პოლიტიკურ მეორე არხზე, რომელიც ასევე ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ იყო შექმნილი.

ბედნიერი ვარ, რომ ბევრ კარგ და საჭირო პროექტს ჩავუყარე საფუძველი, ბევრ ადამიანს დავუდექი მხარში პროფესიული და პირადი ღირსების დასაცავად.
დღეს კი, 2019 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით ვტოვებ და მივდივარ ჩემთვის ყველაზე მშობლიური ადგილიდან, რადგან აქ ეს სამი წელი მხოლოდ ჩემი პროფესიული და პირადი ღირსების შელახვას ცდილობდენენ.

მე ვიცი, რა იქნება ხვალ, როდესაც გავიღვიძებ და არ წამოვალ იქ, სადაც თითქმის 42 წლის განმავლობაში მოვდიოდი, რომ თქვენთვის, მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის მემუშავა და სადაც ჩემთვის მთავარი თქვენი ინტერესი და ჩემი პროფესიული წესიერება იყო.

ვიცი, თავიდან გამიჭირდება, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მჯერა, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და აუცილებლად გავაკეთებ, სწორედ, საზოგადოებრივ მაუწყებელში. გილოცავთ ახალ წელს ყველას, მათაც, ვინც, ხვალ რომ გაიღვიძებს, წესით, სინდისის ქენჯნამ უნდა ძალიან შეაწუხოს “- დაწერა დოდო შონავამ ფეისბუქში..

თქვენი კომენტარი?
IMG.GE