როცა ვნახავ, პირადად ვეტყვი, მაგრამ მანამდე, იმედია, გადასცემენ ბოკერიას – ირმა ინაშვილი

256
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მიმართავს გიგა ბოკერიას:

“როცა ვნახავ, პირადად ვეტყვი, მაგრამ მანამდე, იმედია, გადასცემენ ბოკერიას.

როცა ვნახავ, პირადად ვეტყვი, მაგრამ მანამდე, იმედია, გადასცემენ ბოკერიას: ჩვენ ვებრძვით არა ამერიკის კონგრესს, არამედ გებრძვით თქვენ, როგორც ადამიანთა მწამებლებს და ჩვენი მიწების ჩამბარებლებს!

ჩვენ ვებრძვით არა ამერიკის კონგრესს, არამედ კრამერს, ბრაიზას, შენემანს, თორტონს, მათ მავნე პოლიტიკას, რომლებიც, თქვენი ანუ მწამებლების პარტიების ღია მხარდაჭერით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ერთხელ უკვე გნახეთ ხელისუფლებაში! გიცნობთ!

ჩვენ ვებრძვით არა ამერიკის კონგრესს და ამერიკას, არამედ თორნტონის, კრამერის, ბრაიზას და თქვენი სხვა ლობისტების ტყუილს, რომლებიც აყალბებენ კვლევებს, ქართველ ხალხს (ძალით) თავს ახვევენ თქვენს პერსონებს და ამავდროულად, ავიწყდებათ, რომ ეს დანაშაულია და ამ დანაშაულს ადგილი აქვს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აი, ამიტომ ვითხოვ გამოძიებას კორუფციის თემაზე.

ჩვენ არა ვართ თორნტონის და კრამერის საცდელი ლაბორატორია ან კოლონია!

ჩვენ ვეუბნებით სწორედ ამერიკის კონგრესს, სენატს, ამერიკის ხელისუფლებას, რომ უნდა გაიტანონ საქართველოდან დიდი ტყუილი,
NDI-სა და IRI-ის სახით და გაიტანენ, თვითონ ნახავ!

ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად თამაშობს თქვენთან და ამ ბოროტი თამაშის შედეგია- 800 000 ხმა, რომელიც ვაშაძეს დ ა უ წ ე რ ე ს! თუ ვინმე კლოუნი და მასხარაა და ვაჭრობს “ქართულ ოცნებასთან”, ეს ნამდვილად არა ვართ ჩვენ! ეს ხარ შენ- გიგა.

და ბოლოს: ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ შენი და “ქართული ოცნების” მორიგი გარიგება! დანარჩენს რეალურ პოლიტიკურ პროცესში იხილავ!” – ამბობს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE