მისცემს თუ არა მოქალაქეობას ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს?

61
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მისცემს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობას მიხეილ სააკაშვილს?  ამ საკითხით “BBC’-ის რუსული გამოცემა დაინტერესდა. როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ეეჭვება, მას მოქალაქეობა მიანიჭოს და ამის მიზეზები განმარტა.

“პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედ მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა.

“აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ის დღეს უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას არასტაბილურობა არ სჭირდება. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მისცა – ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...