განმარტება: – ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა

2946
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა გაავრცელა, რაც გადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა ჩვენ გვერდზე, რადგან ჩავთვალეთ, რომ ოჯახის ახლობლის ინფორმაცია სანდო იყო. თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი არ გარდაცვლილა და უმძიმესი მდგომარეობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„პაციენტის მდგომარეობა ამ დროითვის უკიდურესად მძიმეა. იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები მისი დაღუპვის შესახებ, მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“,- განაცხადა კლინიკის  დირექტორმა დავით ლოლაძემ.

multimedia.ge ბოდიშს იხდის უნებლიედ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ქვიშხეთში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

IMG.GE