ახლა თქვენ თქვით: უნდა ვინერვიულო მიშას შექმნილი ბოზური შენაერთის “კმარას” ლიდერის ბედზე?

932
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თემო გვალია – მსახიობი


რუსთავის მაშინდელ N-1 ეგრედწოდებულ ზონაში ვიხდიდი სასჯელს. ღია ზონა ერქვა მაშინ. ახლა ნახევრად ღია ჰქვია და ნომერიც სხვა აქვს,”მეჩვიდმეტე” თუ არ ვცდები.

მოკლედ, ერთი პატიმარი იჯდა ჩვენთან.. 4 წელი მოიხადა და გამოიძახეს გასანთავისუფლებლად. კარგი კაცი იყო… ხოდა, მთელი ზონა ვაცილებთ. გახარებული გვემშვიდობებოდა… ჩვენც ვულოცავდით და ვემშვიდობებოდით.
მოკლედ გადაიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში და გაანთავისუფლეს.
ეს ხდება დილას, სადღაც 12 საათზე.

ზონაში გაგრძელდა ცხოვრება. იმ დღეს შევედი “სახლში” და შუადღისას დავიძინე.. ვიღვიძებ და ჩემი “საკამერნიკი” მეუბნება: თემო იცი რა მოხდა ტო?
რა? – ვეკითხები. დილას დავითა რომ გავაცილეთ, ისევ ზონაში მოიყვანესო…
რატომ?- ვიკითხე.

გაუფორმეს ყველაფერი, მისცეს “სპრავკა ასვაბაჟძენია” და როგორც კი ზონის კარებიდან გავიდა, დახვდა პატრული. წაუყენეს ახალი ბრალდება, დაადეს ბორკილები და გადაიყვანეს სასამართლოშიო…
მერე? – ვეკითხები გაოცებული….

მერე მისცეს ისევ მეორე 4 წელი და ისევ აქ მოიყვანესო…
ესეიგი, ელოდებოდნენ როდის გამოვიდოდა, რომ ისევ უკან შეებრუნებინათ რაღაცა შეთითხნილი ბრალდებით…

ვნახე ეს პატიმარი. გაქვავებული იყო… ხმას ვერ იღებდა… ვეუბნები: მესმის ძმა შენი, მაგრამ ხომ ხედავ რეები ხდება ციხეებში?… უფალს მადლობა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ მეთქი..

კი თემო, რაზეა ბაზარი, მაგრამ ერთი დღე მაინც ეცდიათ, მეუღლეს და ბავშვებს მოვინახულებდი და ჩავიხუტებდიო და თვალზე ცრემლი მოადგა… თან თავს იკავებდა, ერიდებოდა…

ხოდა აი ის კაცი, “გამოძალვაზე” იჯდა… ფული უსესხებია “ახლობლისთვის” 5 000 ლარი და მასტი არ აბრუნებდა… დაურეკავს ტელეფონზე და შეხვედრა უთხოვია კულტურულად: დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთო. იმ “კეთილშობილს” შეშინებია და სამართაკლდამცავებთან ერთად დახვდა სვიდანიაზე… ფულს მძალავსო.. მოკლედ დააჭერინა…

მოიხადა ეს 4 წელი და ისევ შემოატრიალეს, ისევ 4 წლით…  ხოდა ახლა თქვენ თქვით: უნდა ვინერვიულო მიშას შექმნილი ბოზური შენაერთის “კმარას” ლიდერის ბედზე? ვერანაირად! ის ადამიანი აღარ მინახავს მას შემდეგ. მე მოვიხადე სასჯელი, გამოვედი… ის კი ისევ ზონაში დარჩა..

თქვენი კომენტარი?
IMG.GE