რატომ არის ანრი ოხანაშვილი ლაჩარი? – ლევან ლორთქიფანიძე

526
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ქართული ოცნების დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შესახებ საუბრობს:

რატომ არის ანრი ოხანაშვილი ლაჩარი?

ინგა გრიგოლიას რომ ეგინებინა მისთვის, ინგას ქარიშხლისა და ტაიფუნის შეეშინდებოდა, ამიტომ ხმას ჩაიგდებდა და ყველაფერს გაატარებდა.

ნინო ჟიჟილაშვილს რომ გადაეპირქვავებინა მის თავზე უწმინდურობით სავსე ქოთანი, მაშინაც გაჩერდებოდა, რადგან ილეთს “ჩიორა თაქთაქიშვილი” წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

აი, თამუნა ჩიხლაძე სხვა ამბავია. მას უფრო დიქტორად იცნობენ, ვიდრე დებატების წამყვანად. ქალი პირველ ნაბიჯებს დგამს თოქ-შოუების წაძღოლის გზაზე… და რა გააკეთა ასეთი? ერთი უბირი კაცი დაპატიჟა ეთერში, რათა ანრისთან კონფლიქტის მეორე მხარეც წარმოჩენილიყო (ცხადია, არ ვამართლებ იმას, რომ ამ კაცმა შვილების თვალწინ დაამცირა მამა. მაგრამ ეგებ სხვა რამ მოხდა, ხომ უნდა მოეყოლა?). ამის გამო ნაკლებად ცნობილ წამყვანს ბოლომდე შედგა ესეც და მისი ძმაკაცი მათიკაშვილიც.

უზნეობა ის არის ყანრი, რაც ეკა ბესელიას გაუკეთეთ!

უზნეობა ის არის, რაც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხს გაუკეთეთ.

უზნეობა ის არის, რომ შენნარი არარაობები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ.

მთელი შენი პოლიტიკური ბიოგრაფიაა უზნეობა.

ანრი ოხანაშვილი ოჯახს ვერ იცავს და შედარებით ნაკლებად ცნობილ ჟურნალისტებთან ცდილობს თავისი ეგოს დაკმაყოფილებას.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE