მოხუცი ქალბატონი, რომელიც შვილის წამლებისთვის ქუჩა-ქუჩა ტკბილეულს ჰყიდის

25
წაკითხვა
IMG.GE

ვისაც სადგურის მოედანზე ხშირად უწევს გავლა ამ ქალბატონსაც ნახავდა, რომელიც ტკბილეულს ჰყიდის ქუჩაში, რათა ავადმყოფ შვილს დაეხმაროს. როგორც ცნობილია მას არ აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობს ქირით, გაყიდული ტკბილეულიდან ნაშოვნი თანხით კი უნდა შეიძინოს წამლებიც და გადაიხადოს ქირაც.

“ეს არის მარინა ბებო, ყველაზე თბილი და საყვარელი ბებო მათ შორის ვინც მინახავს. ეს ბებო ყიდის ტკბილეუობას იმისათვის, რომ ავადმყოფ შვილს საჭირო მედიკამენტები უყიდოს, მის შვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მათ არ აქვთ სახლი, ბებოს ყოველთვიურად უწევს ქირის გადახდა და მისი შეგროვებული თანხა არ ყოფნის საჭმლის და მედიკამენტების საყიდლად. მას სჭირდება ხალხის დახმარება ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ანგარიში იმისათვის რომ შევუგროვოთ საჭირო თანხები და მთელი გულით გთხოვთ რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ინიციატივას დავეხმაროთ ამ უსაყვარლეს ბებოს და შევეცადოთ გავუმარტივოდ სიბერე”- წერს პოსტის ავტორი ვიკა ბაღათურია.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ პოსტის ავტორის რეკვიზიტებზე:

თიბისი ბანკი: GE03TB7167845061100005 

საქართველოს ბანკი: GE03BG0000000100830025

ან ეწვიოთ უშუალოდ ქალბატონ მარინას მისმართზე: ვაზისუბნის პირველი კორპუსი, მესამე სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 58

 

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში