ეს არის იმ 6 წლიანი პოლიტიკის დამსახურება, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა – ნინო ბურჯანაძე

9
წაკითხვა
IMG.GE

“ეს იყო ქართული ოცნების მარცხი და ის, რაც მოხდა თავიდან ბოლომდე არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება” – ასე გამოეხმაურა დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

“ეს არის იმ 6 წლიანი პოლიტიკის დამსახურება, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა, როგორც “ქართული ოცნების” მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებს და ნეიტრალურ ადამიანებს. ეს იყო კატასტროფა, რომლისკენაც მიდიოდა ქართული ოცნება, რასაც მე ვხედავდი და ამის შესახებ მათ ვაფრთხილებდი, თუმცა მათი და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო ირონიული განცხადებები, რომ ჩვენ ვიყავით არაკეთილმოსურნეები.

დაუსჯელობის სინდრომი, სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა, კოაბიტაცია, შუას გაკრეფა, ეს ყველაფერი მიდიოდა ამისკენ, რაც ლოგიკურად დაგვირგვინდა საპრეზიდენტო არჩევნებით. როცა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს და “ნაციონალური მოძრაობა” დატოვოს საფრთხოებელად ყველა არჩევნებზე და დღესაც ისევ საფრთხობელად აყენებენ, რომ თუ ჩვენ არ მოგვეცით ხმა ნაციონალური მოძრაობა მობრუნდა და ეს არის ქართული ოცნების მთავარი სლოგანი, რომელიც აღარ მუშაობს. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეს აირჩია მთავარ ამოცანად, მაშინ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა.

შუა კი არ უნდა გაეკრიფა და კი არ უნდა ებრძოლა ჩემ წინააღმდეგ და სხვების წინააღმდეგ, პირველ რიგში მას “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. “ნაციონალური მოძრაობა” მომაგრდა, რა თქმა უნდა ივანიშვილს არ უნდოდა არც დამარცხება და არც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება, მაგრამ ეს მან უბრალოდ ვერ გათვალა. ბიძინა ივანიშვილის მარტო ის ფრაზა რად ღირს, როდესაც დაქცეულ და გაუბედურებულ ზაზა სარალიძეს უთხრა, შენ ნაციონალებს უნახავ ადგილს პარლამენტის წინო, მე გამოვედი და ვუთხარი, ზაზა სარალიძე კი არა თქვენ უნახავთ ადგილს ნაციონალებს თქო. ქვეყანაში ახლა არის უმძიმესი კრიზისი, არ ვიცი მინისტრები მიხვდნენ თუ არა ამას და ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქართული ოცნებისთვის“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში