“კაცი პოზიტივი, 1 წუთში მეც ვიცინოდი” – 37 ნომერი ავტობუსის მძღოლის ამბავი

IMG.GE
გოგი ლორთქიფანიძის პოსტი

“კაცი პოზიტივი, ლურჯი ავტობუსით ვიმგზავრე დღეს. მძღოლი იყო ფანტასტიკა. გარეთ რუხი, დაღვრემილი ადამიანები დადიოდნენ და მეც ეგეთი ავედი ავტობუსში. ავედი და მოღიმარე სახეები დამხვდა.. 1 წუთში მეც ვიცინოდი.

მძღოლი მიკროფონით გვესუბრებოდა: უდიდესი ტაქტით და იუმორით მოგვიწოდებდა ბილეთების აღებას, მოახლოებულ გაჩერებაზე შემმოწმებლების ამოსვლას აანონსებდა და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას გვთავაზობდა.

შემმოწმებლებს კი წინასწარ, გარე დინამიკებით, ამცნო რომ კეთილსინდისერი მგზავრებით იყო დახუნძლული, ბოლო გაჩერებაზე ყველა დაგვლოცა, ბედნიერი დღე გვისურვა და ღიმილიანი სახით გამოგვაცილა. ალალი კაცი, ალალი გული და ავტობუსის სამ გაჩერებაში, პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე. მადლობა პატივცემულო.”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

IMG.GE