1000-მდე მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, ან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ბინას მიიღებს

გაზიარება

1000-მდე მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, ან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ბინას მიიღეს.

ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროგრამა 2 წლიანია და სწორედ ამ პერიოდში მოხდება ამ ოჯახების დაკმაყოფილება.

“მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, უსახლკაროები ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1 000-მდე ოჯახია, ვისაც სამი შვილი და მეტი ჰყავს, არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 000-მდე ასეთ ოჯახს შევუძინოთ ბინები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და, ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.