ახლაც მეტირება და მაშინ ხომ ნაკადული მომდიოდა – მაია ნადირაძის მორიგი ისტორია

IMG.GE

მაია ნადირაძე – ყოფილი დეპუტატი (ნაც.მოძრაობა)

“ხმა გავარდა, ხელისუფლება განათლების რეფორმას ხვეწსო.  განსაკუთრებით აი ის ხალხია აღტაცებული, 90-იანებში ღირსეულად რომ ცხოვრობდა და შევარდნაძის ფანობა რომაა ახლაც (ასაკის მიუხედავად, ეს კატეგორიაა ქოცების მრევლი)

რა და როგორ იყო მაშინ და მერე, ეს ერთი ისტორია მგონი სრულად ამბობს.
2009 წელია. უთენიაა და ამერიკის საელჩოსთან რიგია ვიზის მიღებაზე. დაძაბული, განერვიულებული სახეებით ერთმანეთს აკვირდებიან – ემანდ ჩემს შემდეგ ჩაწერილი ჩემზე წინ არ შევიდესო. ვდგავარ და ვაკვირდები... ამ დროს რიგს მოუახლოვდა დედა-შვილი, ძალიან უბრალოდ ჩაცმული, სრულიად მიამიტური გამოხედვით. ეგრევე გავიფიქრე, ნეტა ამათ ამერიკაში რა უნდათ-მეთქი… მაგრამ ჩემი „ცინიზმი“ მომენტალურად გაკეთილშობილდა, იმიტომ რომ ეს გოგო იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც იკითხა – უკაცრავად, ბოლო ვინ არისო? უკვე დარბაზში მოლოდინისას მივუჯექი ამ საყვარელ, ცოტა პუტკუნა გოგონას და ვკითხე, ამერიკაში რატო მიდიხარ-მეთქი. სამუშაოდო. აქ მივაყარე კითხვები – რა? როგორ? სად? რად?

ახლაც მეტირება და მაშინ ხომ ნაკადული მომდიოდა. თურმე ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიწვია სამუშაოდ ბიოქიმიის ლაბორატორიაში. სკოლა გარდაბანში დაამთავრა, უნარების გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო, ინგლისურს თვითონ სწავლობდა, საღამოობით ლაბორატორიაში რჩებოდა და თავის ექსპერიმენტებს ატარებდა. სამუშაოზე დათანხმდა იმ პირობით, რომ ისწავლიდა კიდეც და იმას რაც თვითონ აინტერესებდა.

ეს გადასარევი ეკატერინე გაბაშვილი გარდაბანის ორღობეებს ვერ დააღწევდა თავს, უნივერსიტეტის სადავეები ისევ კოლექტიურ როინ მეტრეველების ხელში რომ ყოფილიყო. უნივერსიტეტში მოსახვედრად მას უნდა ნაცნობი ჰყოლოდა, ან “კაი ოჯახის” შვილი ყოფილიყო, ან ფული გადაეხადა.

დიდად არასდროს მიდარდია ჩემი მოწინააღმდეგეების (ახლა რომ სრულად ქოცხროვას ემხრობიან) ჩემდამი დამოკიდებულებაზე და იმ შემთხვევის მერე ხომ საერთოდ. მარტო ამად ღირდა ვარდების რევოლუცია…

ჰოდა, ამის შეცვლა უნდათ. ცოტათი დაიწყებენ და ნელ-ნელა იქამდე მიიყვანენ, რომ რექტორების გადასაწყვეტი იქნება, რა საგნები ჩაბარდეს, იმ საგნების საკითხები რა იყოს და ამ საკითხებზე ვინ შეიძლება რომ უპასუხოს. რექტორებს ვინ დანიშნავს და როგორებს, არაა ძნელი გამოსაცნობი და მივიღებთ იმას, რაც გვქონდა. ფულის შოვნაში და პრივილეგირებულობაშია ამათთვის ცხოვრების არსი. და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

და ერთიც, არ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაზე კარგი სისტემაა და მასზე უკეთესი შეუძლებელია. სულაც პირიქით, მაგრამ ეროვნული გამოცდებია მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის და დღეს?!

იმათი მიკვირს, ვინც ზუსტად იცის, რა ნახირი ახორციელებს ცვლილებებს და მაინც აქვთ მცდელობა მათი გამართლების. ტვინის ან გულის სიღრმეში მაინც უშვებთ, რომ ამ ქვეყნის დამაქცევლებს რამე ინტენცია აქვთ კარგის გაკეთების? მაშინ რა გრჯით?” – წერს მაია ნადირაძე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

IMG.GE