ტელეკომპანია მაესტრო 24 წლისაა – ისტორია მოკლედ

71
წაკითხვა

გიორგი ლაღიძე

ტელეკომპანია “მაესტრო 24 წლის გახდა. 1994 წლის 13 თებერვალს სწორედ ამ სახელწოდებით შეიქმნა სტუდია, რომელიც გასართობი მიმართულების იყო და ძირითადად სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებდა პირველ არხზე.

ერთ-ერთი ცნობილი იყო გადაცემა “ამბობენ” რომელიც თეა გვასალიას მიჰყავდა და 90-იანი წლების ჩაბნელებულ საქართველოში პირველი მაცნე იყო მსოფლიო შოუბიზნესში მიმდინარე ცხელ-ცხელი მოვლენებისა.

მაესტროს  ეკუთვნის  ცნობილი იუმორისტულო პროექტი “პა-სეანსი, ანუ პაროდიული სეანსი, სწორედ აქედან გაიცნო მაყურებელმა: ლევან ლელაშვილი, ცუცა კაპანაძე, ალეკო თეთრაშვილი და მრავალი სხვა.

მუსიკალური შოუ ა-ტალანტი, საოჯახო ლოტო, ლოტო-მაესტრო.  2000 -იანი წლებიდან მაესტრომ პროექტები ტელეკომპანია “პირველ სტერეოზე გადაიტანა, სადაც ასევე ცნობილი და მაყურებლისთვის საყვარელი გადაცემები მზადდებოდა. გადაცემა “ტოროლა” ნიკა ლომიძესა და ნანუკა ხაზარაძესთან ერთად, ასევე მაესტროს მეშვეობით გაიცნო მაყურებელმა ტელეწამყვანები კატო და ლულუ. შეიქმნა უამრავი სახასიათო პერსონაჟი. მაესტროში აიდგა ფეხი ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროისთვის მუსიკალურ 10-ეულს უძღვებოდა.

მაესტროს შექმნილია საახალწლო მუსიკალური პროექტი საუკუნის ნოსტალგია, რომელიც პირველად 2000 წელს გავიდა და ის ცნობილი უცხოური სიმღერების გაქართულებულ ვერსიას სთავაზობდა მაყურებელს.

2000-იან წლებში სწორედ მაესტრომ შემოიტანა პირველი რეალითი შოუ “ამტანი”, რომელიც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მასში მონაწილე პირები დღემდე ყველას კარგად ახსოვს.

მაესტრო იყო პირველი, რომელმაც შექმნა მუსიკალური ტელევიზიის ფორმატი ინტერაქციულ რეჟიმში და მუსიკალური პლეილისტი უშუალოდ მაყურებლის ჩართულობით, SMS-ებით თუ სატელეფონო ზარებით დგებოდა.

მოგვიანებით მაესტრომ, როგორც ტელევიზიამ დამოუკიდებელად დაიწყო მაუწყებლობა და ტელეკომპანია “ევრიკა”-ს სიხშირეზე მაუწყებლობდა.

2009 წლიდან ტელევიზიამ სამაუწყებლო ფორმატი შეცვალა და მუსიკალურიდან საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა, არხზე დაიწყო საინფორმაციო გამოშვებები და მთლიანად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს დაეთმო.

მაესტრო იყო ტელევიზია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას დაუპირისპირდა, იყო მუდმივი პრობლემები, საპროტესტო აქციები, სასამართლოები, ჟურნალისტების გაფიცვები. სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით არხი რამდენიმე დღის განმავლობაში უხმოდ მაუწყებლობდა და ეს იყო პროტესტი ხელისუფლების მიმართ, რომელიც დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ცდილობდა.

2011 წლიდან იწყება პოლიტიკური თოქ-შოუები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური პროცესების განვითარებასა და მაყურევლის ინფორმირების თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში ტელევიზია მაუწყებლობდა 2015 წლამდე, მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტელევიზიაში ცვლილებები ხდება,იცვლება საინფორმაციო პოლიტიკა, არხს ტოვებენ ცნობილი ჟურნალისტები და ტელევიზიაში იწყება რეორგანიზაცია, დამფუძნებლებსა და ახალ მმართველებს შორის იწყება სასამართლო დავები არხის ლოგოსა და ზოგადად უფლებების შესახებ.

საბოლოოდ მაესტრო მფლობელს იცვლის და ის გადადის ტელეკომპანია იმედის მფლობელობაში, რომელიც ჰოლდინგის პრინციპით მართავს ტელეარხ ჯიდიესს. ამ ჰოლდინგში ამდროისთვის სამი არხი შედის, ესენია “იმედი”, “მაესტრო” და “ჯიდიესი”.

მაესტრო დღს 24 სააათიან რეჟიმში, საინფორმაციო არხის პრინციპით მაუწყებლობს.


 

 

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში