იდეალური დედა – პირველი არხის სერიალი იწყება (ვიდეო)

IMG.GE
IMG.GE

“იდეალური დედა” – ასე ჰქვია ქართულ სერიალს, რომელიც 4 მარტიდან გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველდღე, 20:45 საათზე.

როგორც მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, სერიალი ერთი დიდი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს და 4 მარტიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დაწყებამდე 15 წუთით ადრე გავა ეთერში.

“სერიალის პერსონაჟებში ყველა ჩვენგანი ამოიცნობს თავს. 15-წუთიანი სერიები არის მთავარი გმირის ერთგვარი ვიდეობლოგი, რომელიც მაყურებელს ყოველ საღამოს საკუთარი ოჯახის შესახებ უამბობს“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

60-სერიანი ახალი ქართულის სერიალი „იდეალური დედა“ ეთერში სამი თვის განმავლობაში იქნება. გადაღებები კი, სერიალის დაწყების შემდეგ, პარალელურად გაგრძელდება.”– აცხადებს საზ,მაუწყებლის გენერალურინ დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

IMG.GE