ტელეკომპანია “პირველი”-ს 8 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

95
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ტელეკომპანია “პირველი”-ს 8 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მხოლოდ ორი  ოპერატორი გათავისუფლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებმა, სხვებიც დაითხოვეს სამსახურიდან.

ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “ქართველი ვიდეოოპერატორები და ფოტოგრაფები” ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ოპერატორი წერს, უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი “არასანდო თანამშრომლობა” იყო, რაც მისთვის გაუგაბარია, თუ რას ნიშნავს ეს განმარტება. გათავისუფლებულ ოპერატორებს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგა ტელევიზიის თანამშრომლები. სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE