TV პირველის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

53
წაკითხვა

ტელეკომპანია “პირველი”-ს დამფუძნებელი ვატო წერეთელი განცხადებას ავრცელებს, რომელიც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილს ეხება, რაც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, აღნიშნულ წერილში საუბარია ასევე ტელეკომპანია “პირველზე” და არხის  სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნაზე.

“გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება, მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით… “ტვ პირველის” 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე.

ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და “ტრენდს”, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია.

არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.

PS. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ” – ნათქვამია ვატო წერეთლის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

პროკურატურა ასაჯაროვებს ე.წ მუქარის წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძემ წარადგინა

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში