გიორგი გაბუნიას ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

31
წაკითხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით დაადგინა, რომ მას ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2019 წლის 17 თებერვალს, გადაცემა „კურიერი P.S. -ში“ სექსუალური განათლების შესახებ სიუჟეტის წარდგენა ბავშვის ინტერესს აზიანებდა და არ იყო მითითებული  “ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი +16.

ქარტიის საბჭომ საქმის განიხლვის შემდეგ მიიჩნია, რომ ქარტიის მერვე პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან დაცული იყო გადაცემის ეთერში გასვლის დროს (21:00 საათზე) მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მაუწყებელს 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამების შეზღუდვას ავალდებულებს 23 საათამდე.  შესაბამისად საბჭომ შეაფასა დასაშვები იყო თუ არა წარდგენის ტექსტის ყურება 12-დან 15 წლამდე არასრულწლოვნისათვის და მიიჩნია, რომ  გიორგი გაბუნიამ ქალის რეპროდუქციული ორგანო აღწერა ბიოლოგიური [არა ჟარგონული] ტერმინებით, ხოლო ვიზუალი არ იყო ნატურალიზირებული და არ ატარებდა სექსუალურ კონტექსტს, შესაბამისად არ იყო ვალდებულება + 15 ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში