უკვე ძალიან ზედმეტი მოგდის – ნოდარ მელაძის კიდევ ერთი გამოხმაურება კოკა ყანდიაშვილს

IMG.GE

ჟურნალისტ ნოდარ მელაძის კიდევ ერთი გამოხმაურება კოკა ყანდიაშვილს.


“გადავავლე თვალი შენს პოსტებს, რუსთავი 2 ის ლანძღვით გსურს დაფარო, შენი “ტროლების ფაბრიკა” უკვე ძაან ზედმეტი მოგდის !!!!

ორ დღიანი დუმილის შემდეგ, რომ მოგცეს კურთხევა პასუხის გაცემის გავიგე, თუ სათქმელი გქონდა, რატომ არ უპასუხე ავტორის სატელეფონო ზარებს? პარტიის ოფისში, რომ დადიოდი, მარიამ გაფრინდაშვილი მეძებსო და იმალებოდი, რატომ იმალებოდი?

ახლა მიპასუხე, რა მიზნით იქირავე ოფისი რუსთაველის 12 – ში და რას საქმიანობდნენ ამ ოფისში?

ადამიანების სია, რომელიც გასაჯაროვდა, შენი ოფისის მიერ იყო გადაგზავნილი შენობის დაცვის სამსახურიში. ეს ხალხი შენობაში შედიოდა და მუშაობდა, სად მუშაობდნენ?

თუ როგორც შენობის მფლობელს უთხარი, რომ ტურისტულ სააგენტოს ხსნიდი, აქ ტურები იყიდებოდა, სად ირიცხებოდა თანხა რომელსაც ტურების რეალიზების შედეგად იღებდი?

სად არის გადასახადები, რომელსაც მიღებული შემოსავლით ბიუჯეტში იხდიდი?

რომელ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები ეს ადამიანები? თუ ეს ოფისი იყო ღია და ეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას უნდა გადაგეხადა 17 კაცის ხელფასის საშემოსავლო, წარმოადგინე დოკუმენტები!!!

არსებობენ მოწმეები, რომლებიც ყვებიან, როგორ იბარებდნენ ამ ოფისში და სამსახურს სთავაზობდნენ. ახლა შენით მოყვები დაფაზე ჩამოწერილი გასაშავებელი ადამიანების სიას თუ მე ჩამოვწერო, ის ხალხი ვის წინააღმდეგაც კამპანიას გეგმავდი. კარგი, დავიწყეთ, შენს ნაქირავებ ოფისში დაფაზე, მარკერით ჩამოწერილი გვარებიდან ერთ ერთი იყო თაკო ჩარკვიანი.  ახლა მიპასუხე, ტურისტული სააგენტოს სახედ მოიზარებდი თაკო ჩარკვიანს, თუ გიდობის შეთავაზება გინდოდა?” – წერს ნოდარ მელაძე.

ამ თემაზე იხილეთ წინა პოსტები:

მიშა სააკაშვილო, სანამ პირში სული მიდგას არ მოგასვენებ – კოკა ყანდიაშვილის პასუხი ყველა ბრალდებაზე

ნოდარ მელაძის გამოხმაურება კოკა ყანდიაშვილის წერილზე

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები