როგორ უტყდებიან ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს სიყვარულში

IMG.GE

იცოდით როგორ უტყდებიან სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნები პარტნიორს? თუ არა, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა.

ე.ი თუ მსგავსი ფრაზები გაიგეთ, ჩათვალეთ რომ ეს ისაა……

თხის რქა

 

 

“შენ წერილებს საერთოდ კითხულობ? ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოგწერე რომ გადამზიდები დავიქირავე. შეაგროვე შენი ნივთები. რას ქვია სად მიდიხარ? ჩემთან რა თქმა უნდა”

 

მერწყული

 

 

“გძინავს? კი ვიცი რომ ღამის სამი საათია, მე ადგილობრივი განყოფილების გისოსებში ვზივარ, მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა და, საერთოდაც ეს არ იყო ხმაური, ეს იყო სერენადა. ყვავილები ისევ სადარბაზოს სანაგვეში ყრია. გამოდი და აიღე.”

 

თევზები

 

 

“გიყვარვარ? მართლა გიყვარვარ? არ მატყუებ? მართლა? სულ ჩემთან იქნები? სულ-სულ? და თუ ერთხელაც…..აი, უკვე დამტოვე, ასეც ვიცოდი”.

 

ვერძი

 

 

“გიყვირი? მე შენ არასდროს გიყვირი! რას ჰქვია “ახლაც”? …..ბოდიში, ბოდიში საყვარელო, მართალი არ ვიყავი”.

 

 

 

“შეჭამე? წამლის დალევა ხომ არ დაგავიწყდა? ფეხები გაქვს გაყინული, მოდი წინდებს მოგიტან, მართლა შეჭამე??”

 

ტყუპები

 

 

“არა, მე ის არ მომწონს, მე შენ მომწონხარ, აბა, შენი აზრით, მე აქ რას ვაკეთებ?”

 

კირჩხიბი

 

 

“მე მარტოც კარგად ვარ, მაგრამ თუ შენ ძალიან გინდა…..მოიცა! ღამე მარტო სად უნდა წახვიდე, მეც შენს გვერდით ვარ! ქუდი დაიფარე!”

 

ლომი

 

 

“რას ფიქრობ? რას ქვია რატომ გეკითხები? მაინტერესებს”.

 

ქალწული

 

 

“დედაშენი? რა თქმა უნდა, შეუძლია ჩამოვიდეს. მოხარული ვარ. ძალიან მოხარული”.

 

სასწორები

 

 

“ხო, კარგი, რადგან ამის გარეშე შენ სიცოცხლე არ შეგიძლია, გეტყვი: მე შენ მიყვარხარ. კმაყოფილი ხარ?!”

 

მორიელი

 

 

“ვოუ, ვოუ, მომეშვა, არ მჭირდება რომ ჩემს გამო საშიში სისულელეები აკეთო!”

 

მშვილდოსანი

 

 

“ნუ, შენ ისა….რა ქვია…როგორ არის…გამომყევი ცოლად, მოკლედ”.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები