ირაკლი კობახიძე ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც განიხილეს ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

“დღეს შევხვდით ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს, რალფ რეგენვანუს.

განვიხილეთ ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

სტუმართა მხარე ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო, ანტიკორუფციული და ეკონომიკური რეფორმებით დაინტერესდა და, ამ მიმართულებით, ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები