რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ – ნინო ბურჯანაძე

IMG.GE

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, მოსკოვში ყოფნისას, რუსეთის პირველი არხის გადაცემა “ბალშაია იგრა”-ში სტუმრობისას, საქართველო-ნატოს პერსპექტივებზე და მის პოლიტიკურ შედეგებზე ისაუბრა.

“საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოვებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. 

ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება.

რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები