31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი,

41
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი

კონკურენციის დროს ნუ დაივიწყებთ წესებს, ზრილობას და მეგობრულობას. შეყვარებულ ნიშნებს პოზიტიური ცვლილებები ელით.

კურო 
მშვიდად მოაგვარეთ რთული საკითხები. ზოგიერთს შუამავლის როლის მორგება მოუწევს.

ტყუპი
აქტიური და აზარტული ხართ. ეცადეთ, საქმეებით გართულმა პირადი ცხოვრება არ დაივიწყოთ.

კირჩხიბი
ოჯახის წევრების მიმართ მეტად მეგობრული უნდა იყოთ. გახსოვდეთ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

ლომი
იყავით მეგობრული და გარშემო მყოფებში რეიტინგს აიმაღლებთ. მიჰყევით იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის ავტორიტეტია.

ქალწული
ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არ გარისკოთ, თუ დაცული (მატერიალურად, იურიდიულად) არ ხართ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით.

სასწორი 
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო კავშირი. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

მორიელი
აქტიური მოქმედებების დღეა. მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი; ნუ შეუშინდებით დამატებით ვალდებულებებს. მოვლენებით დატვირთული დღე ელით სამედიცინო და ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს.

მშვილდოსანი
განახლდება ძველი საქმეები და ურთიერთობები. ბავშვებისგან სიურპრიზს ელოდეთ. ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ რომანტიკული ისტორია.

თხის რქა
აღადგინეთ ძველი კავშირები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ოჯახი, სამსახური და საბინაო საკითხები. მოერიდეთ კონკურენციას გავლენიან ადამიანთან, ოჯახის წევრთან.

მერწყული
მეტად გამოავლინეთ სითამამე და ინიციატივა. სირთულეები შეიძლება სიხარულად გადაგექციოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

თევზები
ფულის დახარისხების დღეა. გადადეთ ფული სწავლისთვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის. საოჯახო ხარჯი მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...