ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა

18
წაკითხვა
IMG.GE

საქართველოს პარლამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ანამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“არასაპირველაპრილო პოსტი.

ეს დღეც დადგა . ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა .
ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპატიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს , ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს .
მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია კარგად დაგამახსოვრეთ თავი . თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდესმე კიდევ შევხვდებით .

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა “– წერს გოჩაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ანა გოჩაშვილი ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა შეცვალა.

 

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში