5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

37
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი

სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, მგზავრობა შორ მანძილზე. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
კურო 
არაფერი სერიოზული არ მოიმოქმედოთ. მშვიდის საუბრების, მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრების დღე. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, “მწარე” სიტყვების თქმას მოერიდეთ.

ტყუპი
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო – რომანტიკულ შეხვედრებს. მოერიდეთ სხვისი მითითებების შესრულებას, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეში.

კირჩხიბი
საოჯახო საქმეები დღის პირევლ ნახევარში მოაგვარეთ. ზოგიერთს რომანის განვითარება ელის ან რომანტიკული მიმოწერა. მხოლოდ არაფორმალური შეხვედრები დაგეგმეთ.

ლომი
დილა აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიშიც. სწრაფად იპოვით გამოსავალს რთული სიტუაციიდან. შუადღის შემდეგ დაგეგმეთ რომანტიკული შეხვედრა.

ქალწული
არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. შეიძლება პარტნიორმა მოგატყუოთ ან “აორთქლდეს”. მეტად დაისვენეთ. განსაკუთრებით საღამოს, სუფთა ჰაერზე.

სასწორი 
ისე იმოქმედეთ, რომ შინაგანი ჰარმონია არ დაგერღვეთ. კარგი დღეა უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებთან ურთიერთობისთვის. ცვლილებები გელით პირად ურთიერთობებში.

მორიელი
ეცადეთ, ეს დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. მხოლოდ სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. მეტად თამამი გახდებით საწინააღმდეგო სექსის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსანი
არაფორმულარი შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. აკონტროლეთ სიტყვები. თუ ვინმესთან ურთიერთობა გაგიცივდათ, ნუ შეაკავებთ, თქვენი მაინც უკან დაგიბრუნდებათ. ზოგიერთს ნოსტალია შემოაწვება, შეიძლება ბავშვობა გაიხსენოს.

თხის რქა

რა თქმა უნდა, დილიდანვე სამსახურზე ფიქრობთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია გაურკვევლობა, დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლობა პარტნიორების მხრიდან. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს.

მერწყული
ზედმეტი სერიოზულობა არ დაგჭირდებათ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. თუ ხვდებით, რომ სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა, თავისუფლება უნდა მიანოჭოთ პარტნიორს.

თევზები
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ეცადეთ, წვრილმანების გამო ნერვები არ მოიშალოთ. შეიძლება სხვისი საიდუმლო გაიგოთ ან საკუთარი “კარტები გახსნათ”.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...