ნიკა გვარამიას პასუხის იმედის რეპორტაჟზე (ვიდეო)

80
წაკითხვა

‘რუსთავი2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “იმედის კვირის” მიერ, მის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს საკუთარ გადაცემაში უპასუხა.

„ლაივები რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც “იმედის” საქმე ყოფილა. სინამდვილეში ვიცით რა მოხდა. ეს არის რეაქცია დედა მოტ…ულ სვავზე. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ამ კაცმა გადმოკვეთა წითელი ხაზი და ახლა უპასუხეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხი, პირდაპირ სტალინური ამბავია. ეს არის ტოტალური გამოყ… ება, ბოდიში ყველას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ფეისბუქ ჩართვების შემდეგ ემუქრებოდნენ. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და სულ ერთია რა ფორმით დაემუქრებიან მას. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.

„ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით. მაინც დედა მოტყ… სვანია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე:                                            

ერის მაგინებელი – “იმედმა” ნიკა გვარამიას შესახებ რეპორტაჟი მოამზადა (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში