“არ ვაპირებდი ივანიშვილის ინტერვიუზე რაიმეს დაწერას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი…”

18
წაკითხვა
IMG.GE

გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“შეწყვეტილი სტატუსი .
ნამდვილად არ ვაპირებდი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე რაიმეს დაწერას. არ ვაპირებდი თუნდაც იმიტომ, რომ ეს რამდენიმე დღეა, როგორც მედია, ასევე სოციალური ქსელი, ფაქტობრივად ყველა ბრუნვაში ატრიალებს და განიხილავენ по мере своей испорченности.
არ დავიწყებ დიდ ფსიქოლოგობას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ნებისმიერი დაწერილი ტექსტისა, თუ ნანახი ვიდეოს შესახებ მსჯელობა ძირითადად სამი რაკურსით ხდება; ემოციური, მშრალი რაციონალური და ისე, როგორც მნახველს, თუ მკითხველს სურს დაინახოს.
ჩვენ ფაქტობრივად მშრალ შეფასებებს გვერდზე ვდებთ და ძირითადად ან ემოციურად, ან ისეთი ფორმით განვიხილავთ, როგორც გვინდა დანახვა.
მინდა დავსვა ერთი უმარტივესი შეკითხვა: – რას ველოდებოდით ამ ინტერვიუსგან?
ველოდით 1937 წელს, როცა ივანიშვილი იტყოდა – ძირს ეს ტროცკისტებიო, გადახედავდა გახარიას და ალაგმავდა მათ პარპაშს, თუ გადავარდებოდა ჩვენს საუკუნეობრივ თვითგვემაში და სევდიან ლექსებს წაიკითხავდა საქართველოს გმირულ წარსულზე?
პირველ რიგში ეს ინტერვიუ იყო მმართველი პარტიის უპირობო ლიდერის და მილიარდელის ხედვა იმ გუნდზე (უკვე გარკვეულწილად შემცირებულზე), ვისთან ერთადაც დღემდე მოვიდა და ვისთან ერთადაც აპირებს იმ რეფორმების გატარებას, რასაც აპირებს.
მშრალად და რაციონალურად დანახვა ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა ვიცი, რომ ემოცია ასეთ დროს მაინცადამაინც კარგი მრჩეველი არ არის, რამდენიმე ტემას, რომელსაც ივანიშვილი შეეხო, მაინც ამ რაკურსით ვხედავ. აქვე დავამატებ, რომ მე გარკვეულწილად მაქვს უფლება ვიყო ემოციური, რადგანაც ჩემი ნაწერები მხოლოდ ფურცელზე რჩება და მკითხველში ამ მოწონებას, ან უარყოფას, ან საერთოდ იგნორს იწვევს, რაც ქვეყნის მომავალზე მაინცადამაინც დიდ გავლენას არ ახდენს 😇
მაგალითისთვის ვიტყვი რომ მურუსიძის თემა ძალიან სენსიტიურია. კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ (ერთხელ იმ სიტყებითაც მივმართე, რაც მუშნი ზარანდიამ პოლკოვნიკ სეხნიევს უთხრა). იმის შეთავაზება, რომ მურუსიძის საქმე დავინახო იურიდიული ინსინუაციებში, მიუღებელია. მიუღებელია, რადგანაც აქ წინა პლანზე ადამიანის ის მორალური სახე გამოდის, რომლის მიხედვითაც თავს არ მოიკლავს, მაგრამ რაც არ უნდა მართალი იყოს, დაემორჩილება საზოგადოების მოთხოვნას და სკამს არ ჩაებღაუჭება. მითუმეტეს რომ ნამდვილად არ არის ერთადერთი და განუმეორებელი და მისი ჩანაცვლება ძნელი არ არის.
რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებზეც ივანიშვილმა გარკვეული გაკვირვებით და გულის წყვეტით ილაპარაკა, გავიხსენოთ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს მათ მიმართ ნაცებთან ბრძოლის პერიოდში და მერეც გვქონდა თუ არა გარკვეული პრეტენზიები? (არ ჩამოვთვლი. ყველამ კარგად ვიცით და ეს არ არის პრეტენზია სიგარეტი ჰქონდათ და არ მომაწევინესო).
ბოლო-ბოლო ჰანიბალი წავიდა დიდი პოლიტიკიდან და რიგითი ჯარისკაცის რანგში ებრძოდა რომაელებს (ალბათ მიხვდით რისი თქმაც მინდა).
მე ვაკრიტიკებ ივანიშვილს (თუნდაც კადრების შერჩევაზე) და მაქვს ამის უფლება, რადგანაც არ ვარ პარტიის წევრი და ჩემთვის მზე ერეკლეს მოედნიდან არ ამოდის, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის პრეტენზიები, რომლებიც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვანო ჯავახიშვილის შოუს სიუჟეტებს მაგონებს.
რ2 და ნაცების პროპაგანდისტული მანგანა მტელი ძალით რომ მუშაობს და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე საინფორმაციო ტერორს ახორციელებს ტყუილია?
ის რომ თავისი ფულით ფილმების გადაღებას აპირებს ცუდია? კაპიტანი გიგაური აფინანსებს ჩცდ-ს და ივანიშვილმა რომ გადაიღოს რა მოხდა?
ის რომ პარტიის ლიდერი საუბრობს იმ სტანდარტებით, როგორც პარტიის ლიდერმა უნდა ისაუბროს (კიდევ რთხელ ვიმეორებ – პარტიის ლიდერმა!), რატომ გვიკვირს?
კიდევ ბევრი რამ არის დასაწერი, მაგარმ სტატუსისთვის ცოტა ბევრია, მაგრამ არაუშავს. უფრო ვრცლად სტატიაში დავწერ”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში