ბარდის წვნიანი – რეცეპტი

IMG.GE

შემადგენლობა და რაოდენობა

ბარდა – 0.5 კგ;

ხახვი – 2 თავი;

სტაფილო – 2 ცალი (მოზრდილი);

ქინძი – 1 კონა;

კამა – 1 კონა;

ნიორი – 3 კბილი;

ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი;

მარილი  – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბარდა ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს და ვადუღოთ სანამ კარგად არ მოიხარშება. მდუღარე ბარდა დრო და დრო წყალს დაიშრობს და უნდა დავამატოთ.   

წვრილად დავჭრათ ხახვი და სტაფილო,  მოვშუშოთ ზეთიან ტაფაზე და ჩავუმატოთ მოხარშულ ბარდას. ასევე დავამატოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

IMG.GE