შთაბეჭდილება “დაიცავი საქართველოს” შეკრებიდან – ხათუნა ლაგაზიძე

IMG.GE

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მოძრაობა “დაიცავი საქართველო”-ს იმერ, ფილარმონიაში გამართულ შეხვედრას აფასებს.

“1. თბილისის საზოგადოების აქტიური ნაწილი ახალი პოლიტიკური ლიდერების/პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინშია;

2. “დაიცავი საქართველოს” მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, ის გახდება “ოცნებიდან” უკვე წამოსულთა ახალი პოლიტიკური პარტია თუ შეძლებს შემკრები, ქოლგა პოლიტიკური ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებას.

ანუ რამდენად მიმზიდველი იქნება ის იმ ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ასევე გეგმავენ ასპარეზზე გამოსვლას 2020-ისთვის, იგივე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა; ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებსაც საკუთარი კანდიდატი ჰყავთ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გრიგოლ გეგელიას სახით; დათო ჭიჭინაძე თავისი დაანონსებული ახალი პოლიტიკური პარტიით; ანა დოლიძე, რომლის მიმართც მოლოდინი დიდია, “ოცნების” ის დეპუტატები, რომელთა წამოსვლა “ოცნებიდან” დროის საკითხია და მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს და თანამოაზრეებს ეძებენ და ა.შ. აგრეთვე, რამდენად გახდება ის შეკრების ცენტრი იმ ძველი პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებიც თავს არც “ოცნებასთან” და არც “ნაციონალებთან” არ განიხილავენ.

3. თუ გაერთიანება ვერ მოხერხდა, რისთვისაც მზაობასაც ჯერ არც ერთი ზემოთხსენებული ჯგუფი არ ამჟღავნებს, საპროტესტო ელექტორატიც დაიქსაქსება, 3%-იანი ბარიერით შექმნილი ილუზია ბევრს პარტიას წაატეხინებს ცხვირს და “ოცნების” და “ნაცების” მყუდროებასაც ვერავინ დაარღვევს.
ამჯერად, სულ ეს იყო”- წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქში.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

IMG.GE