ბოლო ამბები
ივლისი 25, 2024

მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ – მიხეილ სააკაშვილი

თებ1,2024
გაზიარება

“მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ”– ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ის ეხმიანება სამთავრობო ცვლილებებს და ამბობს, რომ ეს არის ხალხის დაცინვა:

ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.

მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.

მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა.

მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.
ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.

რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:

1. არც ერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა “გატრუხდა”;

2. “აბა ნაცები გინდათ?” აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;

3. “ომი გინდათ?” აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;

4. კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი – თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს;
ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი – ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს.

ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის.
მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ.”- წერს სააკაშვილი.

 

სხვა ამბების წაკითხვა