გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ – ფრაზა “საკუთარი ნებით წავედი” ძალიან სასაცილოდ ჟღერს”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ 1 თებერვალს, გადაცემა “რეაქციის” შესავალ ტექსტში, როდესაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.
“ბიძინას კარის თამაშების გათვალისწინებით, ფრაზა – “საკუთარი ნებით წავედი” ძალიან სასაცილოდ ჟღერს და ძალიან უხერხული მოსასმენია იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, თავისით, ვერავინ ვერაფერს აკეთებს, არც მიდის, არც მოდის. იქ, მთავარ კარზე, დიდ სვლებს ვერინ აკეთებს, ვერ ბედავენ.
იქ ხდება ის და ისე, რაც სურს მთავარ კაცს. კონკრეტულ მომენტში, თავიდა იყვარებს და მერე უშვებს ხოლმე ადამიანებს გუნდიდან, ხოლო პრემიერს ირაკლი ერქმევა, მამუკა, კახი, თუ გიორგი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სახელი იქ არის ბიძინა.
ყოველთვის ვიცოდით, რომ ყველა ბიძინა გადააყენა გახარიას გარდა”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს