უსახლკარო და ონკოლოგიური პაციენტი მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს

596
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ეს ამბავი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე  ხდება.

“ვლადიმერ ვარდიაშვილი, დაბადებული 1954 წ. ონკოლოგიური პაციენტი, არ გააჩნია საცხოვრებელი, არის სოციალურად დაუცველი, უჭირს გადაადგილება.

მე-4 დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს, სკვერში, მისამართზე დავით აღმაშენებლის 136, ავტობუსის გაჩერებასთან.

ყოველდღე გამოძახებული არის პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სოციალური სააგენტოს მუშაკები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო …. მაგრამ ეს ადამიანი კვლავაც – ყოველ ღამე ათენებს, წვიმაში, ბეტონზე.” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE