მუქარის ბრალდებით დაკავებულია ზაზა სვანაძე

259
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის შემცველი საჯჰარო შეტყობინების გავრცელებისთვის დაკავებულია მოქალაქე ზაზა სვანაძე.

ფეისბუქ პოსტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ სვანაძემ დაწერა, ის ნინო ჯღარკავას შვილს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა, თუმცა განმარტავდა, რომ ეს ტექსტი დაწერა იმისთვის, რომ გაეგოთ ადამიანებს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს ემუქრებიან.

სვანაძე იმასაც წერდა, რომ ის არ ერჩის ნინო ჯღარკავას შვილს და ეს პოსტი იყო მხოლოდ საჩვენებელი.

აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ნინო ჯღარკავა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“სამართალმა პური ჭამა, ზაზა სვანაძე დაკავებულია მუქარის მუხლით, დიდი მადლობა დიდუბის რაიონის პროკურორს ნიკა დგებუაძეს, თბილისის პროკურორს, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს პირველად მოხდა ამ 7წლის მანძილზე რეაგირება ჩემს განცხადებაზე, იმედი გამიჩნდა, მადლობა”- წერს ნინო ჯღარკავა.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE