არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც – ირაკლი კობახიძე

148
ნახვა/წაკითხვა

ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, მითუმეტეს არანაირი ინტერესი არა აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით.“ – განაცხადა კობახიძემ.