რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე შეუარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა

გაზიარება

რუსთავში, ე.წ სტამბოლის მაზრობაზე შეუარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

მოკლულთა შორის არიან შემთხვევით მყოფი ადამიანებიც, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იყვნენ, თუმცა უშუალოდ არ ყოფილან ჩართულები კონფლიქტში.

“სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილი ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილია.

დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *