მინდა მხარდაჭერა და შველა გთხოვოთ – ხათუნა ჟორდანიას მიმართვა

633
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მომღერალ ნინი ქარსელაძის დედა, ფილოლოგი ხათუნა ჟორდანია არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

“ბოლო პერიოდში ცილისმწამებლურმა კამპანიამ განსაკუთრებული მასშსტაბები მიიღო. განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე მოქალაქეები გაუგონარი შეურაცხყოფისა და გამოგონილი ბრალდებების მსხვერპლნი არიან. მიმდინარეობს გაუგონარი თავდასხმები სოციალურ ქსელში თუ სხვადასვა სატელევიზიო სივრცეში.

დღეს საქართველოში არაერთი ოჯახია ფსიქოლოგიური ტერორის, ბულინგის მსხვერპლი! მათ შორისაა ჩემი ოჯახიც. ამ ძალადობრივ კამპანიას სათავეში უდგას ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზია და მათი მომხრე, ძალაუფლებას ისევ მოწყურებული, ადამიანები.

შექმნილი ვითარება, გარდა იმისა, რომ ამცირებს, ანერვიულებს და შეურაცხყოფს კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშინებს კიდეც, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვას-რა მოხდება, თუკი ყოფილი ხელუსუფლება მართვის სადავეებს კვლავ ჩაიგდებს ხელში? რა დღეში აღმოჩნდებიან კონკრეტული ოჯახები და რა მოჰყვება ყოველივე ამას? მით უმეტეს, რომ ქვეყნის ეს მწარე გამოცდილება არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელია.

მინდა მორალური მხარდაჭერა, მეტიც, შველა გთხოვოთ თქვენ! დაგვიცავით ფსქოლოგიური ტერორისგან! წინააღმდეგ შემთხვევაში სიძულვილის ჯაჭვი გამყარდება და უსასრულოდაც გაგრძელდება, რაც დააზარალებს ქვეყნის აწმყოსაც და მომავალსაც. თუკი თქვენ არ დაგვიჭერთ მხარს და არ აგვაცილებთ დაუმსახურებლად ნასროლ ტალახს, გვექნება საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ თქვენს სამართალში!”– ნათქვამია ხათუნა ჟორდანის მიმართვის ტექსტში.

თქვენი კომენტარი?