მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

489
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადება:


გვსურს გამოვეხმაუროთ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილ ქმედებებს და მოვუწოდოთ თავი შეიკავოს ჩვენი შეურაცხყოფისა და უღირსი ქმედებებისგან.

ირაკლი ზაქარეიშვილმა 2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე, სოციალურ ქსელ ,,Facebook”-ში, საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტო, რომელზეც გამოსახულია თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილი, დედა, მედიკო მარგოშვილი და უცნობი გოგონა, რომელსაც სამედიცინო პირბადე უკეთია და წარწერა: წინასწარ იციან რა უნდა მოხდეს, მომზადებულები არიან ნიღბებით“. მას შემდეგ რაც ირაკლი ზაქარეიშვილს მივუთითეთ, რომ მსგავსი მითითებები შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის და ამასთან ერთად, არცერთ ჩვენგან ნიღაბი არ კეთებია, მისი მხრიდან დაიწყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ტირაჟირება სოციალურ ქსელში. კერძოდ, 2019 წლის 21 აპრილის შემდგომ, ი. ზაქარეიშივილი თითქმის ყოველდღიურად, Facebook-ში აქვეყნებს ჩვენი ოჯახის შესახებ პოსტებს და ქვეყნის მტრებად, ნაციონალური მოძრაობისგან მართულებად და ტერორისტებად მოგვიხსენიებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მიღმა ირაკლი ზაქარეიშვილი ღიად გამოხატავს დისკრიმინაციულ, აგრესიულ დამოკიდებულებას ქისტი თემის მიმართ და ცდილობს ეთნიკურად ქართველებსა და ქისტ თემს შორის ურთიერთობის დაძაბვას და შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი. აღნიშნულს მოწმობს 2019 წლის 21 აპრილს და შემდგომ დღეებში მის ,,ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები, სადაც ქისტ თემს სეპარატიზმში, ტერორიზმში ადანაშაულებს და ხალხს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მიგვაჩნია, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის ქმედებები მიზნად არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების შეურაცხყოფას, არამედ ქისტი თემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამძაფრებას ისახავს. 
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მოვიწოდებთ ირაკლი ზაქარეიშვილს, შეწყვიტოს აგრესიული ,პროვოკაციული ქმედებები, პატივი სცეს საკუთარ პროფესიას და პატივი სცეს ადვოკატის ეთიკის პრინციპებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს ჩვენს მიმართ გამოვლენილ თითოეულ ქმედებაზე.– წერია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE