ზვიად კვაჭანტირაძის “ხმალამოღებული” ფეისბუქ პოსტი და პასუხი მის კრიტიკაზე

277
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და დაინახა ის, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ან არ ხედავდა. კერძოდ საქართველოდან გასულ მოქალაქეებზე და მათ ყოფა-ცხოვრებაზე, რაშიც ხელისუფლება დაადანაშაულა.

“ხომ ყველას გესმით, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებებით კი არ უნდა “ვებრძოლოთ”, არამედ ქვეყანა უნდა ამოვიყვანოთ სასწრაფოდ ამ უძრაობიდან და აქტიურად შევქმნათ სამუშაო ადგილები. უხერხულია ამაზე თვალის დახუჭვა. ამ ადამიანებმა მაინც ხომ იციან რატომ ტოვებენ ქვეყანას მასიურად. იმიტომ, რომ ჟანგბადი აღარ დავუტოვეთ სასუნთქად და საარსებოდ.

ამ დროს, თქვენ გამოდიხართ და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით ემუქრებით ხალხს !!!!?????

ერთ დღესაც მოგბეზრდებათ ეს დემაგოგია და ყველაფრის გაპრავება… ვიცი მე ეს, გავლილი მაქვს ეს გზა და ზოგიერთები აუცილებლად გაივლით კიდევ ჩემსავით და გაგახსენებთ ჩემს სიტყვებს მერე.

მე პირადად მაქვს შეტანილი ჩემი კუთვნილი წვლილი უვიზო რეჟიმის მიღწევაში და ამას ბევრი ძალა და ღონე შევალიეთ ერთად და შეიძლება სხვებზე მეტად განვიცდიდე და ვხედავდე დღეს რისკებს, თუმცა ამაში არასდროს დავადანაშაულებ იმ ადამიანებს, ვისაც სხვა არჩევანი არ დავუტოვეთ და ვინც საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს, რომ გადარჩეს. უვიზო რეჟიმის პარალელურად ქვეყანაში ეკონომიკა უნდა გაგვეძლიერებინა.

ჩვენ კი მხოლოდ “რეიტინგებს” მივსდევთ, რაც ვერანაირად ვერ გავამატერიალურეთ რეალურ საქართველოში და ასეთი მმართველობის პირობებში ვერც ვერაფერს შევძლებთ.”- დაწერა კვაჭანტირაძემ, რასაც სოც.ქსელის მომხმარებელი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE