გაიცანით “იესოს” როლის შემსრულებელი მსახიობი

735
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

აღდგომის ყოველ დღესასწაულზე ქართველი მაყურებელი უყურებს ფილმს “იესო”, რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელს გადის.

ალბათ გაინტერესებთ, თუ ვინ ასრულებს იესოს როლს და როგორ დაიწყო მისი კარიერა.

ეს გახლავთ ბრაიან-მაიკლ დიაკონი, დიდი ბრიტანეთიდან. დაიბადა 1949 წლის 13 თებერვალს ოქსფორდშირში, ეს არის ცერემონიული არამეტროპოლიური საგრაფო ინგლისის სამხრეთში. შედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონში.

17 წლის ასაკიდან რაც სკოლა დაამთავრა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: ფანჯრების მწმენდავად, ხორცის სატვირთო მანქანის მძღოლად და ახალგაზრდულ თეატრში.

მომდევნო წლებში ლონდონში გადავიდა, სწავლობდა ვებერი დუგლასის სკოლაში.

ფილმებსა და სერიალებში ნათამაშები აქვს 30-ზე მეტი როლი. ქართველი მაყურებელი კი მას იცნობს ფილმიდან “იესო”, რომელიც 1979 წელს კინოკომპანია “უორნერ ბრაზერსმა გადაიღო აშშ-ში.

მსახიობი ორჯერ დაქორწინდა, მისი პირველი მეუღლე იყო რულა ლენსკა, რომელთანაც 1977 წელს შექმნა ოჯახი და 1987 წელს დაშორდა, მისგან ჰყავს ერთი ქალიშვილი.

ფოტოზე სწორედ პირველი ქორწინებაა ასახული.

მოგვიანებით ის ნატალი ბლოკზე დაქორწინდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE