“დაიცავი საქართველო”-ს ყრილობაზე შეკრებილი იყო ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელიდან გამდიდრდა და გასუქდა – ლევან ანჯაფარიძე

334
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ინტერვიუს ამონარიდი “საერთო გაზეთი”-დან.


13 აპრილს შეკრება იყო ფილარმონიაში, ვყოყმანობდი: წავიდე-არ წავიდე, ბოლოს გადავწყვიტე, რომ არ წავსულიყავი და უნდა ვთქვა, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, რომ ეს არ გავაკეთე. იქ რომ წავსულიყავი, მერე მთელი ცხოვრება უნდა მენანა ამ ნაბიჯის გამო. ახლა სუფთა ვარ და მართალი საკუთარი სინდისის წინაშე და უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი, ჩვენთან ერთად, გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.

ფილარმონიაში ბევრი ჩემი მეგობარი იყო. ქალაქელი კაცი ვარ, უამრავ ადამიანთან მქონია და მაქვს ურთიერთობა, მაგრამ, უნდა გითხრათ, იქ იმ დღეს შეკრებილი იყო ის ხალხი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილისგან არასოდეს არაფერი არ მოკლებია, მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ხელიდან გამდიდრდნენ და გასუქდნენ.

მე და ჩემნაირებს, მის ერთგულ ხალხს, ყოველთვის გვაკლდა ყურადღებაც და შესაძლებლობაც – პირადი კი არა, საზოგადო საქმეები რომ გვეკეთებინა.
ამ ვითომ მეგობრებმა, თავხედმა ხალხმა, გაწურეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ გაძღნენ მაინც. ბულემია სჭირთ თუ ფულემია, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ვერ კმაყოფილდებიან და ახალ-ახალ საკბილოს ეძებენ.

დიდი ხანი არ არის, რაც ფილმი გადავიღე აფხაზეთზე და უნდა აღვნიშნო, ფილარმონიის დარბაზში რომ იჯდნენ, იმ ხალხიდან ბევრი თვლის, რომ აფხაზეთი გაცვეთილი თემაა უკვე.

“ციცინათელები” საქართველოს ისტორიის მართლაც მწარე ეპოქალურ სიუჟეტს ასახავს, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საქმეს. გადაღებისთვის აუცილებელი საქმეების მოსაგვარებლად ერთ ადამიანთან მივედით და ვთხოვეთ: დაგვიდექით გვერდით, რომ ფილმი გადავიღოთ-თქო. პასუხი ასეთი იყო _ აფხაზეთის თემა გაცვეთილია უკვეო.

კი, მაგრამ, რატომ არის გაცვეთილი, მოვიგეთ ეს ომი, აფხაზეთი დავიბრუნეთ თუ ის ბიჭები გავაცოცხლეთ, ვინც იქ ჩაიხოცა-თქო, – ვკითხეთ. არაფერი უთქვამს და ეს კაცი გახლდათ დავით მაღრაძე…

თქვენი კომენტარი?